დასახლება ქალაქ ბათუმის შემადგენლობაში. მდებარეობს კახაბრის ვაკეზე, მდინარე ჭოროხის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 80 მ., ბათუმის რკინიგზის სადგურიდან 8 კმ. ხელვაჩაურში არის 2 საჯარო სკოლა.
istoria
ხელვაჩაური და მისი მიდამოები ადამიანს ახალი ქვის ხანიდან ჰქონდა ათვისებული. სახელწოდება ხელვაჩაძეების გვარიდან მომდინარეობს. 1948 წელს კაპანდიბის სასოფლო საბჭოს ეწოდა ხელვაჩაურის სასოფლო საბჭო. 1968 წელს მიიღო დაბის სტატუსი და გახდა ხელვაჩაურის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრი. ამავდროულად იყო სადაბო საბჭოს ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ სოფლები ერგე, ზანაქიძეები, ზედა ერგე, ზემო ჯოჭო, მახვილაური, ქვემო ჯოჭო, შავლიძეები, შარაბიძეები. მოქმედებდა ჩაის და ციტრუსების შემფუთავი ფაბრიკები, სამშენებლო მასალების, პურის და ლიმონათის ქარხნები. 2011 წელს გახდა ქალაქ ბათუმის ნაწილი. დაბის მცირე ნაწილი სოფელ ხელვაჩაურის სახით დარჩენილია ხელვაჩაურის მუნციპალიტეტში.
demografia
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
1970 |
2874 |
|
|
1979 |
3238 |
|
|
1989 |
5104 |
|
|
2002 |
6143 |
|
|
|